თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

საექთნო განათლება/Nursing

მეხუთე საფეხური

არმაცია სააფთიაქო/Pharmacy

მეხუთე საფეხური

ფარმაცია(სააფთიაქო) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პირველ სასწავლო წელს, თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტები კომპანია ავერსის აფთიაქებში ასრულებენ ფარმაცევტული პროდუქციის განთავსების, აღწერის აქტივობებს შესაბამისი მოდულის ფარგლებში, აგრეთვე ეცნობიან სანიტარული და უსაფრთხოების ნორმების დაცვის წესებს.

164034741 282414003421035 236580472146316110 n164619975 757068591664691 302463283355242376 n164624115 928962871180290 6295402714587175560 n164625305 196982245180407 4696890324815120174 n164966274 477282179970948 892849379529046516 n165057133 2182837368526059 2925437974036652270 n165065890 555761522075767 4715297530767964020 n165169072 138298071552876 5348682672686335268 n165325957 488650185652220 850625300558688512 n165379516 2908147439470870 1809709373074239316 n

    თბილისის N1  სამედიცინო სასწავლებლსა და სს ევექსის ჰოსპიტლებს შორის გაფორმებული დასაქმების ხელშეწყობის მემორანდუმის საფუძველზე კოლეჯის  კურსდამთავრებულთა და სტუდენტთათვის შეთავაზებული იქნა 5 ვაკანსია ი. ბოკერიას ჰოსპიტალში.

 გამოცხადდა ვაკანსიები . ბოკერიას ჰოსპიტალში ექთნის პოზიციაზე შემდეგ განყოფილებებში:

 · რეანიმაცია (ექთანი)

  · ნევროლოგია (ექთანი)

 · ქირურგია (ექთანი)

 · მიმღები-გადაუდებელი (ექთანი)

 · საოპერაციო (ექთნის დამხმარე)

   გიზიარებული ვაკანსიის ლინკი საშვალებას იძლევა როგორც კურსდამთავრებულთა, ასევე მესამე სასწავლო წლის სტუდენტთა სივების ატვირთვის და დასაქმების ხელშეწყობას .

 ვაკანსიის ლინკი: https://evexhospitals.ge/.../eqtani-i-bokerias.../498

 

2021 წლის 2 აპრილსთბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელსა და სს ევექსის ჰოსპიტლებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე,  საექთნო განათლების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის პრაქტიკული სწავლება (მეორე სასწავლო წელი) მიმდინარეობს მ. იაშვილის ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალის და კავკასიის მედიცინის ცენტრის ბაზაზე,   თერაპიული პაციენტის საექთნო მართვის და ქირურგიული პაციენტის საექთნო მართვის კლინიკური და შემაჯამებელი პრაქტიკული  მოდულების განხორციელებით.

     კოლეჯის სტუდენტებიდან:

1.      აუშტროვი ანასტასია

2.      ბირთველიშვილი ლიკა

3.      გელაშვილი ანა

4.      ამირეზაშვილი მარიამ

5.      ქურასბედიანი გიორგი

საექთნო უნარ-ჩვევების და პროცედურები/მანიპულაციების წარმატებულად ათვისების  საფუძველზე  დაინიშნენ დამწყები ექთნის პოზიციაზე გამოსაცდელი ვადით.სტუდენტებს ნამუშევარი საათები ჩაეთვლებათ სტაჟირების საათებში.

    კოლეჯის დირექცია წარმატებებს უსურვებს ყველა სტუდენტს!

2019 წლის 11 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადების პროგრამითა და პროფესიული გადამზადების პროგრამით დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ტრენინგი  ჩატარდა,რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამატებითი უფლების  მოპოვებისგარეშე  განხორციელების წესი და პირობა;

პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამების სახელმწიფო და ფინანსების წინაპირობები და პროცედურა;

საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის  თანამშრომლებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა;

საინფორმაციო სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსშორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.

საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლიდან ტრენინგს ესწრებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის  მენეჯერი რ. ჩიტალაძე.

 1

14 მაისს სასტუმრო იოტაში შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის მეხუთე ფორუმი. ფორუმს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი ირინა წეროძე, და მისი მოადგილე ქ-ნი თამარ სამხარაძე , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი მარი ბეზარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნი თამარ მახარაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბ-ნი კახაბერ ერაძე, ასოციაციის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები…ასოციაციის ფორუმზე შეჯამდა 2017-2018 წლების მუშაობა; ფორუმზე პროფესიული განათლების 2020-2022 წლების ხედვის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქ-მა ირინა წეროძემ. გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები. საერთო კრებამ ასოციაციის გამგეობის წევრებად აირჩია:ასოციაციის ფორუმზე შეჯამდა 2017-2018 წლების მუშაობა; ფორუმზე პროფესიული განათლების 2020-2022 წლების ხედვის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქ-მა ირინა წეროძემ. გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები.

60797163 325671324775239 7090892096894140416 n60601972 395143208001392 8846049655138549760 n

 საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის 1 სამედიცინო სასწავლებლის  ფინანსური მენეჯერი თინათინ ღვინეფაძე  დაესწრო სემინარს  საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რომელიც კერძო კოლეჯების ინიციატივით გაიმართა. საპენსიო სააგენტოდან მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დასაქმებულთა და თანამშრომელთა  რეგისტრაციის, დეკლარაციების წარდგენის, ხელფასების დაბეგვრის და სისტემაში ასახვის პროექტები. 

 

 

ქვეკატეგორიები