თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

საექთნო განათლება/Nursing

მეხუთე საფეხური

არმაცია სააფთიაქო/Pharmacy

მეხუთე საფეხური

მიმდინარე წლის 20 თებერვალს ჩატარდა საქართველოს კერძო კოლეჯების ასოციაციის რიგით მეოთხე ფორუმი, სადაც ასოციაციის მიერ 2015-2016 წლებში გაწეული სამუშაოს ანგარიში და ორი წლის განმავლობაში მიღწეული შედეგები იქნა წარმოდგენილი. სკკს საქმიანობის მიზანს პროფესიული განათლების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია წარმოადგენს. ამ მიზნით ასოციაცია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, დამსაქმებელთა ასოციაცია და საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად თანამშრომლობენ და ახორციელებენ პროექტებს, რომელიც ხელს უწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი კადრების მიწოდებას. ფორუმის მუშაობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ბ-ნი ალექსანდრე ჯეჯელავა, საქართველოს პარლამენტის განათლების, კულტურის და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე ქ-ნი მარიამ ჯაში, სსიპ-ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, სოაციალური მომსახურების სააგენტოს, პროფესიული კავშირების, დამსაქმებელთა ასოციაციის და სხვადასხვა ორგანიზაციების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.

123456