საქართველოს ბიზნესის აკადემია SBA-ში კერძო კოლეჯების ასოციაციის კრება
2017 წლის 17 ნოემბერს შპს საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის №1 სამედიცინო სასწავლებლის წარმომადგენელი ქალბატონი რუსუდან ჩიტალაძე დაესწრო საქართველოს ბიზნესის აკადემია-SBA-ში გამართულ კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრებას, სადაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა დამსწრეებს გააცნეს ავტორიზაციის ახალი სტანდარტები და კვოტის დათვლის მექანიზმი მოდულური საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების დროს.აგრეთვე დუალური განათლების მიდგომები პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისთვის. შეხვედრა ინტერაქტიული ხასიათის იყო. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ბატონმა კახაბერ ერაძემ ამომწურავი პასუხები გასცა აუდიტორიის მიერ დასმულ შეკითხვებს.