თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

 საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის 1 სამედიცინო სასწავლებლის  ფინანსური მენეჯერი თინათინ ღვინეფაძე  დაესწრო სემინარს  საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რომელიც კერძო კოლეჯების ინიციატივით გაიმართა. საპენსიო სააგენტოდან მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დასაქმებულთა და თანამშრომელთა  რეგისტრაციის, დეკლარაციების წარდგენის, ხელფასების დაბეგვრის და სისტემაში ასახვის პროექტები. 

 

 

2019 წლის 22 იანვარს კოლეჯ პანაცეაში შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის საერთო კრება, რომელიც ეხებოდა მოდულური პროგრამების დაანგარიშების და სახელმწიფო დაფინანსებისათვის ქვოთების  წარმოდგენის საკითხს

კრებაზე კოლეჯები შეთანხმდნენ, რომ განხილული პროგრამების ხარჯების სქემა, როგორც ზოგადი ანაზღაურების მაგალითი გადაეგზავნება განათლების სამინისტროს, რათა გაანალიზდეს კერძო კოლეჯების მიერ განსახორციელებელი მოდულური პროგრამების დაფინანსების შესაძლებლობები.

2018 წლის  20-21 ივნისს თბილიში  ქორთიარდ ერიოტში გაიმართა "უნარები დასაქმებისათვის" ფორუმი. ფორუმზე განხილული იქნა დასაქმებისა და პროფესიული განათლების რეფორმის სფეროში არსებული პროგრამები და მიღწევები, ასევე  "EUVEGE " -ის  პროექტის თანამონაწილეობა აღნიშნულ პროცესში, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს განათლების პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას, ინსტიტუციური და ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერებით და კანონმოქმედებით

12 

2018 წლის 25 მაისს განხორციელდა  გარე მხარდაჭერის ექსპერტის ქალბატონი ნაზო წიბლიაშვილის  მეორე ვიზიტი, სადაც განხილული იქნა მოდულის სტრუქტურა, სწავლების მეთოდიკა და სწავლის შედეგების მიღწევის საშუალებები, საკითხი განხილული იქნა ჩარჩო დოკუმენტის საფუძველზე შექმნილი პროგრამის მასწავლებლებთან. 

აგრეთვე განხილული იქნა სასწავლო დებულებაში შესაძლო ცვლილებების შეტანის საკითხები,სამოქმედო გეგმების ახალი ფორმების შემუშავება და სხვა  საკითხები.

IMG 1149IMG 1156

 

2018 წლის 16 მაისს თბილისის 1 სამედიცინო სასწავლებელში ვიზიტით იმყოფებოდა გარე მხარდაჭერის ექსპერტი ქალბატონი ნაზი წიბლიაშვილი, შეხვედრაზე განხილული იქნა სტრატეგიული და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხები. ინფორმაციის მართვის და კომუნიკაციის სისტემის მნიშვნელობა ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურისთვის, ვებგვერდის როგორც საკომუნიკაციო  და საინფორმაციო ფუნქციის მნიშვნელობა ასევე გადაიხედა აქტივობები რომლებიც ხორციელდება შეფასების და გადახედვა/გაუმჯობესების ეტაპებზე.

4IMG 1148

პროფესიული  განათლების ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის  ორგანიზებით  2018 წლის 12 თებერვალს საქართველოს ტექნიკურუნი ვერსიტეტში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო  დაწესებულებების  წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე  განხილულიქნა  შემდეგი  საკითხები
ცვლილებები  ავტორიზაციის  დებულებაში
ავტორიზაციის  საფასურების ცვლილება და გადახდის წესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების  განმახორციელებელი   საგანმანათლებლო  დაწესებულებებისთვის;
პროფესიული  საგანმანათლებლო  დაწესებულების  სტატუსის  მაძიებლის  თვითშეფასების, პროფესიულ სტუდენტთა კონტინგენტის გაზრდის და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის  დამატების  ახალი  ფორმები;

შეხვედრას პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო  დაწესებულებების 120- მდეწარმომადგენელი  დაესწრო, მათ შორის თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლის წარმომადგენლები.

 

 28056176 1752842788119370 915294780335691628 n27750387 1752842651452717 4834611025836275739 n

ქვეკატეგორიები