თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

2016 წლის 28 ნოემბერს შპს სამედიცინო ცენტრ იუნონას და თბილისის №1 სამედიცინო სასწავლებელს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს სასწავლებლის სტუდენტთათვის ხელშეწყობას სამედიცინო ცენტრის ბაზაზე საწარმოო პრაქტიკის გავლის, კურსდამთავრებულთა პროფესიული სტაჟირების და შემდგომი დასაქმების მიმართულებით.