თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

2017 წლის 12 ნოემბერს სამედიცინო კომპანია შპს "მედი"-სთან გაფორმდა მემორანდუმი თბილისის № 1 სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულთა მაღალი კვალიფიკაციის პროფესიონალებად ჩამოყალიბების,  პრაქტიკული       უნარ-ჩვევების განვითარების და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი საშუალო სამედიცინო პერსონალის მომზადება/დასაქმების ხელშესაწყობად.