თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

 საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის 1 სამედიცინო სასწავლებლის  ფინანსური მენეჯერი თინათინ ღვინეფაძე  დაესწრო სემინარს  საპენსიო შენატანების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით, რომელიც კერძო კოლეჯების ინიციატივით გაიმართა. საპენსიო სააგენტოდან მოწვეულმა სტუმრებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დასაქმებულთა და თანამშრომელთა  რეგისტრაციის, დეკლარაციების წარდგენის, ხელფასების დაბეგვრის და სისტემაში ასახვის პროექტები.