თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

14 მაისს სასტუმრო იოტაში შედგა კერძო კოლეჯების ასოციაციის მეხუთე ფორუმი. ფორუმს ესწრებოდნენ ასოციაციის წევრი კოლეჯების წარმომადგენლები, განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი ირინა წეროძე, და მისი მოადგილე ქ-ნი თამარ სამხარაძე , შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების დეპარტამენტის უფროსი ქ-ნი მარი ბეზარაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე ქ-ნი თამარ მახარაშვილი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ბ-ნი კახაბერ ერაძე, ასოციაციის ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები…ასოციაციის ფორუმზე შეჯამდა 2017-2018 წლების მუშაობა; ფორუმზე პროფესიული განათლების 2020-2022 წლების ხედვის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქ-მა ირინა წეროძემ. გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები. საერთო კრებამ ასოციაციის გამგეობის წევრებად აირჩია:ასოციაციის ფორუმზე შეჯამდა 2017-2018 წლების მუშაობა; ფორუმზე პროფესიული განათლების 2020-2022 წლების ხედვის შესახებ მოხსენება გააკეთა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ქ-მა ირინა წეროძემ. გაიმართა ასოციაციის ახალი გამგეობის, პრეზიდენტისა და ვიცე-პრეზიდენტების არჩევნები.

60797163 325671324775239 7090892096894140416 n60601972 395143208001392 8846049655138549760 n