თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

2019 წლის 11 ოქტომბერს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში პროფესიული მომზადების პროგრამითა და პროფესიული გადამზადების პროგრამით დაინტერესებული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ტრენინგი  ჩატარდა,რომელიც მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის დამატებითი უფლების  მოპოვებისგარეშე  განხორციელების წესი და პირობა;

პროფესიული მომზადება/პროფესიული გადამზადების პროგრამების სახელმწიფო და ფინანსების წინაპირობები და პროცედურა;

საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ხარისხის უზრუნველყოფის ქვეპროგრამის  თანამშრომლებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა;

საინფორმაციო სემინარი ჩატარდა გაეროს განვითარების პროგრამასა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსშორის სტანდარტული შეთანხმების წერილით დამტკიცებული საგრანტო პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია ცენტრის ინსტიტუციური შესაძლებლობის გაძლიერება საქართველოში მომზადება/გადამზადების სისტემის განხორციელებისთვის.

საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლიდან ტრენინგს ესწრებოდა საზოგადოებასთან ურთიერთობის  მენეჯერი რ. ჩიტალაძე.

 1