თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

     შპს საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებელის ექვსწლიანი გეგმა ითვალისწინებს, სახელმწიფო საგანმანათლებლო პოლიტიკის შესაბამისად და მოთხოვნების გათვალისწინებით, შიდა და გარე შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, სწავლების თანამედროვე მეთოდების და ტექნოლოგიების დანერგვას, რისთვისაც სასწავლებელი თანმიმდევრულ ღონისძიებებს გაატარებს საგანმანათლებლო დაწესებულების უწყვეტი და დინამიური განვითარებისათვის, აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ერთიანი პროფესიულ–საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში; შესთავაზებს საზოგადოებას მოთხოვნათა შესაბამისად კონკურენტუნარიან და მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს. სასწავლებლის სტრატეგიული განვითარების გეგმით გათვალისწინებული პროფესიული განათლების ორგანიზაციული გარემოს სრულყოფისათვის ხორციელდება სასწავლო გარემოს დახვეწა-განვითარება, დამსაქმებელ-პარტნიორული ბაზის განვითარება, სწავლების მეთოდოლოგიის და ხარისხის უზრუნველყოფის სისტემების უწყვეტი განვითარება; მუდმივად ცვალებადი შრომის ბაზრის სფეროში საწარმოო პრაქტიკის განსახორციელებლად და პრაქტიკული უნარ-ჩვევების სრულყოფისათვის ახალი ბაზების მოძიება; აქტუალურ საკითხად დგას საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის შენობის საკუთრებაში შეძენა, ბიბლიოთეკის ინფრასტრუქტურისა და ფონდების განახლება, კომპიუტერული კლასის სრულყოფა და მოდერნიზაცია სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული ლიტერატურის მოსაძიებლად; სასწავლებელი ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოურ დაწესებულებებთან გამოცდილების გაზიარების და ერთობლივი სასწავლო პროექტების განხორციელების მიზნით. სასწავლებლის ხარისხის განვითარების პოლიტიკა 2014-2020 წლებში მოიცავს: ორგანიზაციული სტრუქტურის დახვეწას, მატერიალური რესურსების სრულყოფა- განვითარებას; პროგრამულ განვითარებას.

    გრძელვადიან სტრატეგიაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავს ადამიანური რესურსების მართვას მაღალი პროფესიონალიზმით; გამართული შიდა მართვის სისტემის შექმნას; პროფესიული კადრების მოძიებას და ადმინისტრაციული, სასწავლო და ხარისხის მართვის სტრუქტურების დახვეწას; მატერიალური რესურსის განვითარების მხრივ სტრატეგია ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროგრამის საჭიროებებთან მატერიალური რესურსების შესაბამისობის სრულყოფას; სწავლისა და პროფესიული უნარების დაუფლებისათვის ხელსაყრელი, კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემოს შექმნას; ადმინისტრირებაში ინფორმაციული ტექნოლოგიების ინტენსიურ გამოყენებას, პროგრამების პრაქტიკული კომპონენტების განმახორცილებელ პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობას სასწავლო - პრაქტიკული გარემოს ერთიან მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.

    გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს უცხოენოვანი საგანმანათლებლო ინფორმაციული პორტალის შემუშავებას; ერთიანი ელექტრონული საბიბლიოთეკო სისტემის დანერგვას; სადაზღვევო ურთიერთობების ჩამოყალიბებას; სასპორტო ინფრასტრუქტურის შექმნას.