თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

     შპს საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლის ერთწლიანი სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულების უწყვეტი, დინამიური განვითარებისათვის სასწავლებელში თანმიმდევრული ღონისძიებების გატარებას. ერთწლიანი გეგმით განისაზღვრება სასწავლებლის განვითარების ძირითადი სტრატეგია 2014–2015 სასწავლო წლის განმავლობაში. სტრატეგიული განვითარების გეგმა შემუშავებულია სასწავლებლის მისიის, საქართველოს შრომითი ბაზრის მოთხოვნილებების გათვალისწინებით და დაწესებულების სასწავლო განყოფილების რეკომენდაციებზე დაყრდნობით. სასწავლებელი აქტიურ მონაწილეობას იღებს ერთანი პროფესიულ–საგანმანათლებლო სივრცის ჩამოყალიბებაში, რის შედეგად არამარტო დახვეწავს და სრულყოფილს გახდის მოქმედ პროგრამებს არამედ, შესთავაზებს საზოგადოებას მოთხოვნათა შესაბამისად კონკურენტუნარიან, ახალი სტანდარტების მიხედვით მოდიფიცირებულ და მრავალფეროვან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს; ითანამშრომლებს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო კოლეჯებთან გამოცდილების გაზიარების მიზნით. საგანმანათლებლო დაწესებულება გეგმავს მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სისტემურ სრულყოფას სტანდარტების შესაბამისად; ბიბლიოთეკის ფონდის განახლებას. საქმიანობის სრულფასოვნად შესრულებისათვის უდიდეს მნიშვნელობას იძენს ორგანიზაციაში დასაქმებული პერსონალის პროფესიონალიზმის სრულყოფა ევროკავშირის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ ტრეინინგებში მონაწილეობით, მასწავლებელთა პროფესიული გადამზადებით, რაც ხელს შეუწყობს სასწავლებლის სრულფასოვან და თანამედროვე ადმინისტრაციულ და სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქციონირებას; ასევე სასწავლებელი ზრუნავს ადაპტირებული, კომფორტული და სასიამოვნო გარემო შეუქმნას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, ასევე ყველა სხვა პროფესიული სტუდენტს. სასწავლებლის ძირითადი მიზანია 2013-2014 წლისათვის გახდეს მზარდი ინტელექტუალური და მატერიალურ–ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფილი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება.

    სასწავლებლის ერთწლიანი სტრაქტეგიული პოლიტიკა ძირითადად მოიცავს შემდეგ საქმიანობას: სწავლის ხარისხის უზრუნველყოფის მდგრადი სისტემის შექმნას; დაწესებულებაში არსებული შიდა რესურსების (მატერიალურ-ტექნიკური ბაზა) განახლებას, შევსებას და შესაბამისობაში მოყვანას საგანმანათლებლო პროგრამებით განსახორციელებელ მიზნებთან; სასწავლო გეგმებისა და პროგრამების ახალი სტანდარტების მიხედვით განახლება-დახვეწას; დაწესებულების საინფორმაციო ტექნოლოგიური ბაზის შევსებას. სასწავლებლის ორგანიზაციული და ადმინისტრაციული სტრუქტურის დახვეწას და სრულყოფას, რისთვისაც აუცილებელია სასწავლებლის სასწავლო და ადმინისტრაციული პერსონალი დაკომპლექტებული იყოს მაღალი პასუხისმგებლობის მქონე პროფესიონალი კადრებით. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მატერიალური-ტექნიკური რესურსების გაუმჯობესებას; სამსახურებრივი ინსტრუქციების შემუშავებას; ინფორმაციული სისტემის განვითარებას.

    სასწავლებლის მატერიალური რესურსების განვითარების პროცესი მოიცავს: უძრავი ქონების იჯარას, უძრავი ქონების სასწავლო მიზნებისათვის აღჭურვას, საგანმანათლებლო პროგრამების რესურსებში საჭიროებების დადგენას, საბიბლიოთეკო ფონდის შევსებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების რესურსების შეძენას და ინვენტარიზაციის ჩატარებას.