თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

პრაქტიკოსი ექთანი

მეხუთე საფეხური

რაქტიკოსი ბებიაქალი

მეხუთე საფეხური

არმაცევტის თანაშემწე

მეხუთე საფეხური

nurse

ქთნის თანაშემწე

მესამე საფეხური

ასაჟისტი

მესამე საფეხური

Tooth LOGO

ბილის ტექნიკოსი

მესამე, მეოთხე, მეხუთე საფეხური

საქმიანობა მიეკუთვნება  ჯანმრთელობის დაცვის სფეროს. მასაჟისტი არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც მუშაობს სამედიცინო რეაბილიტაციის ყველა ფაზაში. მისი საქმიანობა მოიცავს: სხვადასხვა სახის ავადმყოფობის მქონე პაციენტის მკურნალობას, სხვადასხვა სამკურნალო მასაჟის პროცედურების ჩატარებით. მასაჟისტის მესამე საფეხურის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებ (საავადმყოფოში,პოლიკლინიკაში,დისპანსერში,სანატორიუმში) , ასევე ჰიგიენური პროფილის სალონებში,რეაბილიტაციის ცენტრებში; ბინაზე, სკოლებში, საბავშო ბაღებში, ასევე პანსიონებში, ბავშვთა და ინვალიდთა სახლებში. პროგრამის მიზანია მომზადდეს მასაჟისტის მესამე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის, სათანადო ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვილი კადრები, რომლებიც თავის წვლილს შეიტანენ ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის და დაავადების პრევენციის საქმეში და გამომუშავებული ექნებათ სხვადასხვა სახის ავადმყოფობის მქონე პაციენტის სამკურნალოდ - სამკურნალოდ, სპორტული, ჰიგიენური მასაჟის პროცედურების ჩატარების ტექნიკა.

მასაჟისტის მესამე საფეხურის პროგრამის დასრულების შემდეგ პროფესიულმა სტუდენტმა იცის: ადამისნი ნორმალური ანატომია, ფიზიოლოგია, ასევე ურთიერთობის ფსიქოლოგიის საფუძვლები, გაცნობიერებული აქვს სამედიცინო რეაბილიტაციის მიზნები და ამოცანები. სტუდენტს შეუძლია:  სხვადასხვა ასაკის პაციენტებზე შესაბამისი სამკურნალო  პროცედურების ჩატარება ორგანიზმის თავისებურებების გათვალისწინებით. კლასიკური მასაჟის მეთოდების გამოყენება ორგანო-სისტემებზე ზემოქმედებისათვის, საყრდენ-მამოძრავებელ სისტემაზე სამკურნალო ფიზკულტურის ჩატარება , აგრეთვე შეუძლია ღონისძიებების ჩატარება ტრადიციული მასაჟის პროცედურების გათვალისწინებით, წერტილოვანი მასაჟის პროცედურების ჩატარება.