თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

საექთნო საქმიანობა წარმოადგენს ჯანმრთელობის დაცვის სფეროს ომსახურების სისტემას და მიმართულია ჯანდაცვის ეროვნული სისტემების გაძლიერებისათვის. საექთნო საქმე, როგორც პროფესია პიროვნებაზეა ორიენტირებული. პრაქტიკოსი ექთანი არის სამედიცინო პერსონალი, რომელიც ზრუნავს პაციენტზე, მის მოვლაში ხარვეზების გამოვლენასა და მომსახურების სრულყოფაზე. საექთნო საქმე მოიცავს დაავადებათა პროფილაქტიკას, ოჯახების, მოსახლეობის ჯგუფების ჯანმრთელობის აღდგენა-შენარჩუნებას, ავადმყოფთა, უნარშეზღუდულთა და ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფ პაციენტთა მოვლას. პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს სამკურნალო პროფილაქტიკურ დაწესებულებებში სხვადასხვა  მიმართულებით ( გადაუდებელი დახმარება, რეანიმაცია, ქირურგია, თერაპია, უროლოგია, პედიატრია, მეანობა, გინეკოლოგია და სხვა.) , ჰოსპისებში, ნებისმიერი ტიპის და პროფილის საავადმყოფოებში, ასევე ნებისმიერი ჯანდაცვის კერაში.პროგრამის მიზანია მომზადდეს პრაქტიკოსი ექთნის მეხუთე საფეხურის პროფესიული კვალიფიკაციის, სათანადო ცოდნითა და კომპეტენციებით აღჭურვილი კადრები, რომლებიც ტავის წვლილს შეიტანენ ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნების, დაცვა-აღდგენის, ტანჯვის შემსუბუქებისა და დაავადების პრევენციის საქმეში, მომზადდეს შესაბამისი საფეხურის ცოდნის, უნარების და ღირებულებების მქონე სპეციალისტი რომელიც დასაქმდება: სამკურნალო-პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო დაწესებულებებში,ეთიკურ კომიტეტებში, არასამტავრობო ორგანიზაციებში და ქვეყნის კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა სფეროებში, ასევე იქნება სამედიცინო პერსონალის წევრი და შეეძლება სხვადასხვა დაავადებების მქონე, ასევე  უნარშეზღუდულთა და ტერმინალურ პაციენტთა მოვლა და მართვა