თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

პრაქტიკოსი  ბებიაქალი არის  ჯანდაცვის მიმართულების საბებიო საქმის დარგის კვალიფიკაცია. მას  ჯანმრთელობის დაცვის სისტემაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. პრაქტიკოსი ბებიაქალი უზრუნველყოფს ქალის შესაბამის ზედამხედველობას და  მოვლას მშობიარობის  და  მშობიარობის შემდგომ  პერიოდში ნორმალური მშობიარობის წარმართვისა და  დედისა და ახალშობილის  მოვლის გზით, რაც  გულისხმობს პრევენციულ ღონისძიებებს დედისა  და  ბავშვის  პათოლოგიური  მდგომარეობების  დროულად  აღმოჩენას,   სამედიცინო  დახმარების  გაწევას  კომპეტენციის  ფარგლებში. პრაქტიკოსი ბებიაქალის  პროფესიული კომპეტენციები მოიცავს საგანმანათებლო და საკონსულტაციო საქმიანობასაც  არა მარტო  ქალთან არამედ  მის ოჯახთან მიმართებაში.პროგრამის  მიზანია  მომზადდეს  პრაქტიკოსი  ბებიაქალის  მეხუთე   საფეხურის  პროფესიული  კვალიფიკაციის, სათანადო  ცოდნითა და კომპეტენციებით  აღჭურვილი  კადრები,  რომლებიც უზრუნველყოფენ ქალის ზედამხედველობასა და  მოვლას მშობიარობისა და მშობიარობის შემდგომ  პერიოდებში, ნორმალური მშობიარობის წარმართვის, დედისა და ახალშობილების მოვლას და პრევენციული ღონისძიებების ჩატარებას, ასევე დედისა  და  ბავშვის პათოლოგიური  მდგომარეობის დროულ აღმოჩენას და შეძლებენ  სამედიცინო დახმარების გაწევას კომპეტენციის  ფარგლებში, პროგრამის მიზანია მომზადდეს შესაბამისი საფეხურის ცოდნის, უნარების და ღირებულებების მქონე  სპეციალისტი, რომელიც  დასაქმდება: რეპროდუქციული  ჯანმრთელობის სხვადასხვა დონის დაწესებულებებსა და სტრუქტურებში, ეთიკურ კომიტეტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ქვეყნის   კანონმდებლობით  განსაზღვრულ სფეროებში,ასევე იქნება სამედიცინო  პერსონალის წევრი და  უზრუნველყოფს ქალის  შესაბამის  ზედამხედველობას  და  მოვლას მშობიარობისა და  მშობიარობის შემდგომ პერიოდში.მიღებული  ცოდნის  საფუძველზე  შეუძლია: ფიზიოლოგიური  მშობიარობის წარმართვა და ახალშობილის მდგომარეობის შეფასება, მშობიარისა და ახალშობილის  უსაფრთხო,     კომფორტული  და  ეთიკური  გარემოს უზრუნველყოფა, სიცოცხლისათვის საშიში მდგომარეობისთვის დროული და სწორი გადაწყვეტილების მიღება. შეუძლია პაციენტის მართვის გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა ინვაზიური ჩარევებისა და არაინვაზიური პროცედურების ჩატარება,  პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევა. შეუძლია ქალის  ასისტირება ძუძუთი კვების პროცესში. შეუძლია  სამედიცინო  ანგარიშების,  დოკუმენტების თავის  კომპეტენციის  ფარგლებში  შესრულება და ზუსტად  მიწოდება  შესაბამისი  ტექნოლოგიების  გამოყენებით.