თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

ფარმაცევტის თანაშემწის საქმიანობია განეკუთვნება ჯანმრთელობის უზრუნველყოფის სფეროს. ფარმაცევტული საქმიანობა ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე დინამიურად განვითარებადი დარგია. მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველყოფისათვის საჭიროა ფარმაცევტის თანაშემწის პროფესიული კადრები, რომლებიც წარმატებულად იმუშავებენ ფარმაცევტულ საწარმოებში, აფთიაქებსა და ფარმაცევტულ ბაზებში.ფარმაცევტის  პროფესია წარმოადგენს აქტუალურ და საჭირო პროფესიას,  რადგან  მას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მოსახლეობის ჯანმრთელობისათვის. აღნიშნული პროფესიის დაუფლება პრაქტიკული საფუძველია პროფესიული სტუდენტის სამომავლო დასაქმების სააფთიაქო ქსელში და ფარმაცევტული პროდუქციის საწარმოში.

ფარმაცევტის თანაშემწის მეხუთე საფეხურის პროგრამის დასრულების შემდეგ პიროვნება შეძლებსდასაქმდესსააფთიაქო, სამკურნალო–პროფილაქტიკურ დაწესებულებაში, ფარმაცევტულ ბაზებში, ფარმაცევტული  პროდუქციის საწარმოებში, წამლის ხარისხისა და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ლაბორატორიებშიასევე  სტომატოლოგიური და სამედიცინო ტექნიკის მაღაზიებში.

 პროგრამისმიზანიამოამზადოსფარმაცევტის  თანაშემწის მეხუთესაფეხურისპროფესიულიკვალიფიკაციისმქონესპეციალისტირომელსაცეცოდინებადაგამომუშავებულიექნებაპროფესიისათვისსავალდებულოუნარ-ჩვევებიმათ შორის ეცოდინება: წამალთა დამზადების სამრეწველო და სააფთიაქო  ტექნოლოგიები, მოწყობილობები, ინსტურმენტები, უსაფრთხოების და ჰიგიენის დაცვის ნორმები, რეცეპტები, ფარმაცევტული და სამედიცინო საქონელმცოდნეობა,  ფარმაციისათვის აუცილებელი დისციპლინები, როგორიც არის: ბიოქიმია, ფარმაკოლოგია, სამედიცინო ქიმია, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ანალიზი, ანალიზური ქიმია და ფარმაცევტული ქიმია.