თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

კბილის ტექნიკოსის საქმიანობა განეკუთვნება ჯანმრთელობის და ესთეტიკის სფეროს, პროფესია ორიენტირებულია პიროვნების საჭიროებებსა და ინდივუდუალურ მოთხოვნებზე, აგრეთვე ექიმ სტომატოლოგტან კოორდინირებულ ქმედებაზე. კბილის ტექნიკოსის კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია იმუშაოს კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში.

კბილის ტექნიკოსის მეასამე საფეხურის კურსდამთავრებულს ათვისებული აქვს: კბილის სატექნიკო ლაბორატორიაში გამოყენებული თანამედროვე საანაბეჭდო, ასევე პროთეტიკული მასალების, ძირითადი ტექნიკური და დამხმარე საშვალებების გარჩევის და გამოყენების მეთოდები. კურსდამთავრებულს შეუძლია: ფანტომიდან ანაბეჭდის აღება, მიღებული ანაბეჭდიდან თაბაშირით მოდელის ჩამოსხმა; მოდელიდან საჭირო კბილების ამოჭრა და ცვილით მოდელირება. კბილის გვირგვინის დეფექტების აღდგენა მოდელირებით და ცვილის შეცვლა სათანადო ორთოპედიული ტექნოლოგიებით. აგრეთვე კბილების ნაწილობრივი ან მთლიანი დაკარგვის შემთხვევაში ხიდისებური, ნაწილობრივ ფირფიტოვანი ან მთლიანი ორთოპედიული პროთეზების დამზადება.

მეოთხე საფეხურის კურსდამთავრებული დაუფლებულია: კბილის გვირგვინის დეფექტების და დეფორმაციების გამოსწორების, მირჩილვა,  შედუღების, მეტალების დამუშავების, ჩამოსხმის პროცესებს. იცის ფაიფურზე  და პლასტმასზე  მუშაობის წესები და მეთოდები. აგრეთვე შეუძლია ნებისმიერი ორთოპედიული კონსტრუქციის შესაქმნელად საჭირო ტექნოლოგიების კრიტიკული ანალიზით შერჩევა და გამოსაყენებელი მასალის მისადაგება.

 

 მეხუთე საფეხურის გავლის შემდეგ სტუდენტი დაუფლებულია: ნებისმიერი ორთოპედიული აპარატის შექმნის ხელოვნებას.  სატექნიკო ლაბორატორიის ორგანიზებას. მას შეუძლია: სხვისი სამუშაოს დაგეგმვა, კბილის გვირგვინების დეფექტების პროთეზირება ჩანართებით, ნახევარგვირგვინებით, ვინირებით, ხელოვნური გვირგვინებით, ამისათვის იყენებს  მასალებს: ფაიფური, პლასტმასი, ოქრო, ფოლადი და მისი შენადნობები. მძიმე დეფორმაციის შემთხვევაში შეუძლია როგორც მთლიანი მოსახსნელი პროთეზების, ასევე ორთოდონტიული და ორთოპედიული აპარატების შექმნა.