თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

კოლეჯის ძირითადი ამოცანებია:

1. ქმედითი, თანმიმდევრული ღონისძიებების გატარება საგანმანათლებლო დაწესებულების უწყვეტი, დინამიური განვითარებისათვის.

2. თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რეალიზება, საგანმანათლებლო სტანდარტების შესაბამისი სწავლების ამოქმედება;

3. განათლების ხელმისაწვდომობის და საჯაროობის უზრუნველყოფა,სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა.

4. გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა პოტენციური დამსაქმებლების მოთხოვნათა გათვალისწინება;

5. პარტნიორული ურთიერთობის დამყარება საგანმანათლებლო პროგრამების დაგეგმვის და განხორციელების პროცესში შესაბამისი დარგის დამსაქმებლებთან.

6. დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სისტემატიური სრულყოფა სტანდარტების შესაბამისად.

7. პროგრამის განმხორციელებელი პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა.

8. კურსდამთავრებულთა დასაქმების, საკუთარი ბიზნესის წამოწყების და თვითდასაქმების ხელშეწყობა.