თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

mission
 

 

  დამტკიცებულია შპს საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის 1 სამედიცინო               

სასწავლების დირექტორის 9 ივლისი 2020 ლის N01/14  ბრძანებით.                 

                  დირექტორი მერაბ  ბიბილაშვილი

 

საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის N1 სასწავლებლის

 

მისია, ხედვა და ღირებულებები

 

მისია

 

თბილისის N 1 სამედიცინო სასწავლებლის   მისიაა მაღალხარისხიანი,  მრავალპროფილიანი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების/საგანმანათლებლო პროგრამების, მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების კურსების   განხორციელება.  თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების, სახელმწიფოს პრიორიტეტების შესაბამისი კონკურენტუნარიანი, კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლების შესაძლებლობის ხელშეწყობა,  პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე/მოსარგებლეზე ორიენტირებული თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა, კოლეჯსა და რეალურ ბიზნესს შორის მყარი, ურთიერთეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების განვითარება.

 

ხედვა

 

კოლეჯის ხედვაა ვიყოთ განვითარებაზე ორიენტირებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება სამედიცინო დარგში. გრძელვადიან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად, მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად, მომხმარებელს შევთავაზოთ მომზადება/გადამზადების მოკლევადიანი პროგრამებიც. რითაც წვლილს შევიტანთ  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.

 

ღირებულებები

 

კოლეჯის საგანმანათლებლო საქმიანობის პრინციპები და წესები უზრუნველყოფს სამართლიანი, ჰუმანური, თანასწორი, კონკურენტუნარიანი, ხელმისაწვდომი, პროფესიულ სტუდენტზე/მსმენელზე/მოსარგებლეზე ორინეტირებული საგანმანათ­ლებლო გარემოს შექმნას, სადაც ყველას აქვს არჩევანის, ხარისხიანი პროფესიული განათლების მიღების, თვითგამოხატვის თავისუფლება.