თანამედროვე მედიცინაში წარმატებისთვის!

2017 წლის 11 ოქტომბერს საზოგადოებრივი კოლეჯი თბილისის N1 სამედიცინო სასწავლებლის წარმომადგენელი ქალბატონი რუსუდან ჩიტალაძე დაესწრო პროექტი "საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია დეკორატიული მებაღეობის პროფესიის მაგალითზე" დასკვნით შეხვედრას საპატრიარქოს დეკორატიული მებაღეობის კოლეჯში. შეხვედრაზე სტუმრებს წარედგინათ პრეზენტაცია პროექტის მიმდინარეობის, მასში ჩართული დაწესებულებებისა და მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც შემუშავდა პროექტის ფარგლებში. შეხვედრაზე ასევე ნაჩვენები იქნა ვიდეოკლიპი, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. აღნიშნული პროექტი 2017 წლის 12 აპრილს დაიწყო და 12 ოქტომბერს დასრულდა,პროექტის ფარგლებში კოლეჯმა 20 საჯარო სკოლის 350-ზე მეტ მოსწავლეს უმასპინძლა და უფრო ახლოდან გააცნო დეკორატიული მებაღეობის პროფესია. პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისათვის" (ISWD) პროექტის მიერ, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში.

22406484 2108331132526273 443889299942597383 n 2812922405938 2108327395859980 4702499495775818508 n22519564 2108332069192846 1721967651398172842 n